ეროვნული ბანკი: „ვითიბი ბანკი საქართველოს“ იურიდიული პირების დეპოზიტებისა და სესხების გარკვეული ნაწილი „ლიბერთი ბანკში“ გადავა
03-03-2022, 20:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მაში აღნიშნულია, რომ კონსულტაციების შედეგად, „ვითიბი ბანკ საქართველოსა“ და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, „ვითიბი ბანკი საქართველოს“ იურიდიული პირების დეპოზიტებისა და სესხების გარკვეული ნაწილი „ლიბერთი ბანკში“ გადავა. „ვითიბი ბანკი საქართველოს“ მომხმარებლებს აღნიშნულის შესახებ ბანკები დეტალურ ინფორმაციას ინდივიდუალურად აწვდიან.

 

 

„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას ფინანსური სანქციები დაუწესა. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსაც მისცა.

 

 

აღნიშნული სანქციები ასევე გავრცელდა საქართველოში მოქმედ „ვითიბი ბანკ საქართველოზეც“. ამ პირობებში ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვა უპირველესი ამოცანა იყო. ამ მიზნით, „ვითიბი ბანკი საქართველოსა“ და „ბაზის ბანკს“ შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც „ვითიბი ბანკ საქართველოში„ არსებული ფიზიკური პირების ანაბრები და სესხები ბაზის ბანკში გადავიდა. მეანაბრეთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის უზრუნველსაყოფად, კონსულტაციები საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა შორის გაგრძელდა. კონსულტაციების შედეგად, „ვითიბი ბანკ საქართველოსა“ და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, „ვითიბი ბანკი საქართველოს“ იურიდიული პირების დეპოზიტებისა და სესხების გარკვეული ნაწილი „ლიბერთი ბანკში“ გადავა. „ვითიბი ბანკი საქართველოს“ მომხმარებლებს აღნიშნულის შესახებ ბანკები დეტალურ ინფორმაციას ინდივიდუალურად აწვდიან.

 

 

შეთანხმება ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სესხების გადაცემას „ლიბერთი ბანკისთვის“. მომხმარებლების პორტირებაზე მუშაობა დაწყებულია და 3 მარტიდან ეტაპობრივად „ვითიბი ბანკი საქართველოს“ მცირე და საშუალო ბიზნეს მეანაბრეებსა და მსესხებლებს „ლიბერთი ბანკი“ თავის ფილიალებში მოემსახურება. შესაბამისი შეტყობინებები დაეგზავნებათ „ვითიბი ბანკი საქართველოს“ მომხმარებლებს. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელი იქნება „ვითიბი ბანკ საქართველოს“ ქოლცენტრსა და მომსახურე ბანკირებთან.

 

 

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედება ყოველთვის სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან და თავის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანას – იყოს ქართული საფინანსო სექტორის თითოეული მეანაბრის თანხების დაცვის გარანტი – ამ პირობებში ასრულებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი