კახა კალაძე: ჩვენი ქვეყანა მზად არის, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი
04-03-2022, 00:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამი ათეული წელია ჩვენი ხალხი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს ისტორიული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ოფიციალურად მოეწერა ხელი.

 


„ის, რაც უკრაინაში ხდება არის დიდი ტრაგედიაა. სუვერენული ქვეყნის მიმართ წარმოებული აგრესია და ომი უნდა შეწყდეს. ეს ეწინააღმდეგება საერთო სამართლის წესებს. რაც შეეხება, ჩვენი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს ქართველი ხალხის არჩევანია, რასაცთანმიმდევრულად ვაშენებდით. მეამაყება, რომ დღეს პრემიერმა ოფიციალურად ხელი მოაწერა განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით. ჩვენი სტრატეგიული ამოცანა ბოლო დროს მიმდინარე მოვლენასთან მიმართებით არის ის, რომ ყველა რესურსით დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოვაცხადეთ თანადგომა მათ მიმართ. ასევე, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო ომის და ესკალაციის რისკისგან დავაზღვიოთ, მინიმალური იყოს ეკონომიკური დანაკარგები. გარდა ამისა, გავაღრმაოთ დასავლური პერსპექტივა, რათა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ. სამი ათეული წელია ჩვენი ხალხი ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ბევრი რეფორმა გატარდა. დღესჩვენი ქვეყანა ამისთვის მზად არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი