მედვედევი უკრაინის საქმეებში დასავლელი ლიდერების "უხეშ და თავხედურ ჩარევაზე" საუბრობს
20-02-2014, 14:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის მოვლენებს ეხმიანება. დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ არავის არ უნდა მისცეს მასზე ფეხების შეწმენდის უფლება.

 


რუსეთის პრემიერს მიაჩნია, რომ, ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ხალხი და სამართალდამცავი ორგანოს თითოეული წარმომადგენელი.

 

"ხელისუფლება უნდა იყოს კონცენტრირებული, რომ დაიცვას ხალხი და სამართალდამცავი ორგანოს თითოეული წარმომადგენელი, რომლებიც სახელმწიფო ინტერესების და ხალხის სადარაჯოზე დგანან. იმისათვის, რომ რუსეთმა უკრაინელი პარტნიორების მიმართ ვალდებულებები შეასრულოს, უკრაინის ხელისუფლება ლეგიტიმური და ეფექტური უნდა იყოს, რომ მასზე, როგორც ჩვარზე, ფეხებს არ იწმენდნენ",- განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

 

 

რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელმა უკრაინის საქმეებში ჩარევისთვის დასავლეთის ქვეყნების მთავრობები გააკრიტიკა. მისი თქმით, უცხო ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების მაიდანზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა სხვა არაფერია, თუ არა უკრაინის საქმეებში უხეში და თავხედური ჩარევა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი