4 მარტის მდგომარეობით, საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - კორონავირუსის 1 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
04-03-2022, 10:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ჩატარდა 9 671 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 495 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 176 PCR ტესტით.

 

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 365 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 620 639-ს.

 


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 14.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 22.6% ხოლო 7 დღის მანძილზე - 18.07%.

 


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 790 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 539 413-მდე.

 

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 306 პირი ემსხვერპლა.

 

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 365 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 702 შემთხვევა, აჭარა - 63, იმერეთი - 193, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 72, გურია - 62, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 63, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

 

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 64 894, საიდანაც, 2 913 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 118, აჭარაში - 270, იმერეთში - 626. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 708 პირი, მათ შორის, თბილისში - 308, აჭარაში - 94, იმერეთში - 133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 245 პირი, მათგან თბილისში - 140, აჭარაში - 27, იმერეთში - 18. 61 981 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

 

კომენტარები: 1
#1   Roberto
      
References:


Christophe claret 21 blackjack

References:
http://bioimagingcore.be/q2a/user/clausbone1
19 მარტი 2026 14:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი