ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმას ზაპოროჟიეს ბირთვულ ქარხანაზე შესაძლოა, „ექვსი ჩერნობილის“ ტოლფასი განადგურება გამოეწვია
04-03-2022, 15:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმას ზაპოროჟიეს ბირთვულ ქარხანაზე შესაძლოა „ექვსი ჩერნობილის“ ტოლფასი გამანადგურებელი შედეგი გამოეწვია. სატელევიზიო მიმართვა მან ასე დაიწყო: „უკრაინელო ხალხო! ჩვენ გადავრჩით ღამით, რომელსაც შეეძლო შეეჩერებინა ისტორიის მსვლელობა - უკრაინის ისტორიის, ევროპის ისტორიის“. მისი თქმით, რუსეთმა იცოდა, რას აკეთებდა, როცა ჭურვებს პირდაპირ სადგურს უმიზნებდა და ამას მან „გაუგონარი დონის ტერორის აქტი“ უწოდა.

 


რუსი ხალხის მიმართვისას მან თქვა: „ნუთუ როგორ არის ეს შესაძლებელიც კი? ჩვენ ერთად არ ვებრძოლეთ ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს 1986 წელს?“ ზელენსკიმ მოუწოდა რუსებს გამოვიდნენ ქუჩებში და უთხრან თავიანთ მთავრობას, რომ მათ სიცოცხლე უნდათ.

 


მან აღნიშნა, რომ კავშირზეა მსოფლიო ლიდერებთან, რომლებიც მისი თქმით, „შოკირებული არიან“ ბირთვული ქარხნის გარშემო განვითარებული მოვლენებით.

 


ზელენსკიმ ასევე მოუწოდა დასავლეთს მხარი დაუჭიროს უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებას „ბირთვული ტერორისტული სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. „რადიაციამ არ იცის სად არის რუსეთი. რადიაციამ არ იცის ჩვენი ქვეყნის საზღვრების შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

უკრაინის სახელმწიფო ბირთვული რეგულირების ინსპექციის განცხადებით, „ამჟამად ზაპოროჟიეს ბირთვული ქარხნის ტერიტორია რუსეთის ფედერაციის ძალების მიერ არის ოკუპირებული“. „ქარხნის პერსონალი განაგრძობს საქმიანობას ქარხანაში, რაც უზრუნველყოფს ბირთვული ობიექტების სტაბილურ მუშაობას. სამწუხაროდ, სადგურის უკრაინელ დამცველებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი