საფრანგეთის ელჩი ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
16-11-2015, 08:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის ელჩი რენო სალენსი პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ საქართველოში გამოხატული მხარდაჭერისათვის ქართველ ხალხს მადლობას უხდის. რენო სალენსის განცხადებით, მან სამძიმარი მიიღო ხელისუფლებისგან, ოპოზიციისგან, რელიგიური ლიდერებისგან, და უბრალოდ ხალხისგან.


მისივე თქმით, თბილისში საფრანგეთის შენობებთან უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. ხვალ კი საკრებულოს შენობაში გაიხსნება სამძიმრის წიგნი. „ყველა აცნობიერებს, რომ ჩვენ მუდმივი საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით. პრობლემაა რომ არავინ იცის, როდის, როგორ და სად იმოქმედებენ ტერორისტები. საფრანგეთი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, რადგან ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციაში, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, საფრანგეთის კულტურა წინააღმდეგობაში მოდის ამ დაჯგუფების იდეოლოგიის ყველა ასპექტთან. საფრანგეთი წარმოადგენს ყველაფერს, რაც იმ ადამიანებს სძულთ. მათ მეომრებსაც კი ვერ ვუწოდებ, რადგან ისინი მხოლოდ უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ. მაგრამ ფრანგი ხალხი ამბობს, რომ ისინი არ შეიცვლებიან, რადგან ფიქრობენ, რომ მათ ასეთი ადამიანები არ უნდა კარნახობდნენ როგორ იცხოვრონ,“ – აცხადებს რენო სალენსი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი