ძლიერმა ქარმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შექმნა. სტიქიის გამო, ძირითადად საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები დაზარალდა.
თბილისის მერიის ცნობით, ამ დროისთვის, ფიქსირდება ხეების წაქცევის, ტოტების მტვრევის, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის სადენების, ასევე ბუნებრივი აირის მილების დაზიანების ფაქტები. ხის ტოტების მტვრევამ გამოიწვია კერძო ავტომობილების დაზიანება.
საბურთალოს რაიონში ძლიერმა ქარმა რამდენიმე მისამართზე სახლებს სახურავები გადახადა. სტიქიის შედეგად, ნაძალადევის რაიონში ავარიული შენობის ფრაგმენტი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აღმაშენებლის ხეივანში საქართველოს სახელმწიფო დროშა დაზიანდა, რომლის აღდგენაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ქარის ჩადგომის შემდგომ მოხდება.
ამ დროისთვის, ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს ქარისგან მიყენებული ზარალის დათვლა. ათივე რაიონში, გამგეობის თანამშრომლები შემთხვევის ადგილას იმყოფებიან და მზად არიან, დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარონ. „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს ტერიტორიიდან დამტვრეული ხეები და ხის ტოტები გააქვთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.