„ჩვენ არ გვაქვს არავითარი, არავითარი ბოროტი ზრახვები ჩვენი მეზობლების მიმართ“ - პუტინმა მეზობელ სახელმწიფოებს ურჩია არ მოახდინონ მდგომარეობის ესკალაცია და რუსეთისთვის შეზღუდვების დაწესება
04-03-2022, 18:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინოს ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთთან, მეზობელ სახელმწიფოებს კი - რომელთა მიმართაც მოსკოვს, მისი თქმით, „არავითარი ბოროტი ზრახვები“ არ გააჩნია - ურჩია არ მოახდინონ ვითარების ესკალაცია და შეზღუდვების დაწესება.

 

 

„ჩვენ არ გვაქვს არავითარი, ჩვენ ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით, არ გვაქვს არავითარი ბოროტი ზრახვები ჩვენი მეზობლების მიმართ... და ყველა ჩვენი ქმედება, თუკი ისინი წარმოიშობა, ყოველთვის წარმოიშობა რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით რაიმე არამეგობრული ქმედების გამო. ვფიქრობ, ყველა უნდა დაფიქრდეს ურთიერთობების ნორმალიზებაზე... მათ ვურჩევდი არ მოახდინონ ვითარების ესკალაცია, არ არსებობს მდგომარეობის გამწვავების, შეზღუდვების დაწესების საჭიროება, ჩვენ ვასრულებთ ყველა ვალდებულებას“, - განაცხადა პუტინმა ახალ რუსულ ბორანზე - „მარშალ როკოსოვსკიზე“ დროშის აღმართვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

„თუ ვინმეს არ სურს ჩვენთან თანამშრომლობა ერთიანი თანამშრომლობის ფარგლებში, და ამით საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენც დაგვაზიანებს“, - დასძინა პუტინმა და დაამატა, რომ რუსული ეკონომიკა არსებულ მდგომარეობასთან ადაპტირებას მოახდენს.

 


„უბრალოდ მოგვიწევს ზოგიერთი პროექტი ოდნავ განზე გადავდოთ, შევიძინოთ დამატებითი კომპეტენციები. მაგრამ ჩვენ მაინც მოვაგვარებთ ჩვენ წინაშე არსებულ პრობლემებს. საბოლოოდ, ჩვენ ამისგან სარგებელსაც კი მივიღებთ, რადგან დამატებით კომპეტენციებს შევიძენთ“, განაცხადა პუტინმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი