ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით ყუმურის, ტობანიერის მთისძირისა და შუამთის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სოფელ ყუმურის მოსახლეობამ, მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაციას და საბავშვო ბაღისთვის ატრაქციონების შეძენის საკითხს. ასევე ყუმური - მაისოურის დამაკავშირებებლი საავტომობილო გზის, პატელესოულის უბნის საავტომობილო გზისა და დუცხუნის უბანში საავტომობილო ხიდის რეაბილიტაციას.
ტობანიერის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივების მთავარ მოთხოვნას შიდა საუბნო, საავტომობილო გზების რეაბილიტაცია წარმოადგენს. კერძოდ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის სურვილის შესაბამისად, ბეტონის გზები დაიგება მეფარიშვილების უბანში, კუშუბოურში - ბურკაძე - სოსელიების უბანში, მიქელეფონში - ბელთაძეების უბანში და ეწერ ტობანიერში.
მთისძირში ადგილობრივთა მოთხოვნით, კეთილმოეწყობა სოფელ მთისძირის ცენტრი, ჭაგანჭყვიშში კი ბუბუტეიშვლების უბანში განხორციელდება სტადიონის რეაბილიტაცია.
რაც შეეხება შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ ადგილობრივებმა მხარი დაუჭირეს სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობას, ჭყვიშში კი მინი სტადიონის რეაბილიტაციის საკითხს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, რაც მიზნად ისახავს მათი ჩართულობის ამაღლებას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საქმეში.
შეხვედრის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ, სოფლის მოსახლეობას ეცნობება წინასწარ, მერის წარმომადგენლის მიერ კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში.
ინფორმაციას ვანის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.