საქართველო „სულ რომ ფეხქვეშ გაუწვეს“ რუსეთს, პუტინის მოთხოვნები მაინც ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც მას აქვს რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინასთან
05-03-2022, 12:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მათთვის, ვისაც საღი მსჯელობის უნარი შერჩა და არ სპეკულირებს იაფფასიანი არგუმენტებით, მაგალითად, როგორიცაა - "რა, რუსეთთან ომში ჩართვისკენ ხომ არ მოგვიწოდებ"?!..

 


დღეს, საქართველო "სულ რომ ფეხქვეშ გაუწვეს" პუტინის რუსეთს, პუტინ-ხანის მოთხოვნები მაინც ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც პუტინს აქვს მის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინასთან! აი, ეს 4 მოთხოვნა:

 


1) უკრაინის (საქართველოს) "დენაციფიკაცია"!

 

 

რას გულისხმობს პუტინი ამ ტერმინში? - უკრაინის სახელმწიფოს (საქართველოს სახელმწიფოს) დესუვერენიზაციას და დენაციონალიზაციას, ანუ ეროვნული ინტერესებისაგან "განთავისუფლებას", ეროვნული ინტერესების დაცვაზე უარის თქმას!

 


2) უკრაინის (საქართველოს) დემილიტარიზაცია!

 


უკრაინა (საქართველო) უნდა განიარაღდეს იმ დონემდე, რომ მას არ შეეძლოს თავისი თავის დაცვა, ანუ რუსეთი "საკუთარ თავზე აიღებს - მისი გავლენის ზონაში მყოფი მეზობლების თავდაცვის უზრუნველყოფას"!

 

 

3) უკრაინის (საქართველოს) მიერ, მის შემადგენელ რეგიონებზე უარის თქმა, ანუ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე დათანხმება! ე.ი. ყირიმის ცნობა რუსეთის ნაწილად და ორი სეპარატისტული ე.წ. "დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის" აღიარება (იგივე, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის აღიარება"!)!

 


4) უკრაინის (საქართველოს) ნეიტრალიტეტი!

 

 

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულების შემდეგ, როდესაც უკრაინას (საქართველოს) სახელმწიფოებრიობის ნიშან-წყალიც აღარ შერჩება, პუტინის სურვილია, რომ უკრაინის (საქართველოს) ყიფილი სახელმწიფოსგან დარჩენილი ტერიტორია იყოს "ნეიტრალური" (რუსეთის "მორჩილი"!), რომ უკრაინამ (საქართველომ) ვეღარასოდეს დაიბრუნოს - ვერც სუვერენიტეტი, ვერც დაკარგული რეგიონები და "ვერც იოცნებოს", რომელიმე ევროპული გაერთიანების წევრობაზე!

 

 

P.S. აი, რა უბედურებას მოუტანს უკრაინას (საქართველოს) პუტინის ამ 4 მოთხოვნაზე დათანხმება!!

 

 

P.P.S. ასე რომ, საქართველოს აწმყო და მომავალი, ჩვენი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების დაცვაზე, ჩვენს მტკიცე და ურყევ ნებაზეა დამოკიდებული! დღეს, უკრაინა და უკრაინელი ხალხი საკუთართან ერთად ჩვენს საკეთებელსაც აკეთებს, რაც ქართველებმა სისხლი დავღვარეთ 2008 წლის აგვისტოში და მანამდეც, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის, იგივე სისხლს ღვრიან უკრაინელები! უკრაინის გამარჯვება, სწორედ იმას ნიშნავს, რომ ქართველებს ტყუილად არ გვიბრძოლია და არ დაგვიღვრია ამდენი სისხლი! უკრაინაში, უკრაინელი გმირი ბიჭები, ჩვენი დაღუპული გმირი ბიჭების საქმეს აგრძელებენ და მიზეზთა გამო, თუ იარაღით გვერდში ვერ ვუდგევართ, ქართული სახელმწიფოს და ყველა ქართველის ვალდებულებაა, რომ სხვა მხრივ ყველანაირად დავეხმაროთ უკრაინას, - პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ჰუმანიტარულად, დიპლომატიურად, პიროვნულად!!!

 

 

დიახ! დღეს, უკრაინის დამარცხება - საქართველოს დამარცხებაა, ხოლო, უკრაინის გამარჯვება - საქართველოს გამარჯვებაა!

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი