ფრანსუა ოლანდი - პარიზში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იმყოფება
16-11-2015, 12:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი ქვეყნის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების წინაშე სიტყვით გამოვიდა.

 

 

პრეზიდენტის განცხადებით, პარიზში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იმყოფება.

 

 

ოლანდის თქმით, ის პარლამენტში საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, კანონპროექტს წარადგენს, რომელიც თავდაპირველად, სამ თვემდე ვადით განისაზღვება. ამასთანავე მისივე განცხადებით, საფრანგეთი „ისლამური სახელმწიფოს“ გასანადგურებლად აქტიურად იმოქმედებს.

 

 

საფრანგეთის ლიდერმა დაადასტურა, რომ ის მომდევნო დღეებში, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებთან შეხვედრას აპირებს. მისი თქმით, ტერორისტებთან საბრძოლველად აუცილებელია ერთიანი დიდი კოალიციის შექმნა.

 

 

ფრანსუა ოლანდმა ევროკავშირს საზღვრების გამაგრებისკენაც მოუწოდა. პრეზიდენტის აზრით,  ეს აუცილებელია რათა საზღვრები ევროკავშირის შიგნით არ გაჩნდეს, რაც კავშირის დაშლას შეუწყობს ხელს.

 

 

ოლანდის თქმით, გაიზრდება სპეცსამსახურების დაფინანსება და ამასთანავე ავიამზიდი „შარლ დე გოლი“ ხუთშაბათს ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გაემგზავრება, რათა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო კამპანია გააძლიეროს.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი