ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინაში ომი უკვე აღარ მიდის ისე, როგორც ეს პუტინს ჰქონდა დაგეგმილი და უკრაინას სრულიად შეუძლია რუსეთთან ომის მოგება
05-03-2022, 14:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომის მოგება. ამის შესახებ მან BBC-ის უთხრა, თუმცა აღნიშნა, რომ არ შეუძლია თქმა იმისა, თუ რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს კონფლიქტი. მან უკრაინელი ხალხის „უჩვეულო გამძლეობა“ შეაქო.

 


„მოსკოვის განზრახვაა შეეცადოს როგორმე დაამხოს მთავრობა და დანიშნოს თავისი მარიონეტი რეჟიმი, 45-მილიონიანი უკრაინა ამას, ამა თუ იმ გზით, არ დაუშვებს“, - განაცხადა ბლინკენმა და დაამატა, რომ ომი უკვე აღარ მიდის ისე, როგორც ეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეიძლება ჰქონოდა დაგეგმილი.

 


ბლინკენი BBC-ის დიპლომატიურ კორესპონდენტს ბრიუსელში, თავისი ექვსდღიანი ტურნეს ფარგლებში, ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ ესაუბრა. მან თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად და „რუსეთზე მტანჯველი ზეწოლის“ გასაძლიერებლად, რათა „დასრულდეს ეს ომი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა დაიწყო“.

 


შეკითხვაზე - რამდენად არის დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინამ შეიძლება გაიმარჯვოს - ბლინკენმა უპასუხა: „დროთა განმავლობაში, აბსოლუტურად“.

 

 

„მე არ შემიძლია გითხრათ, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს. მე ვერ გეტყვით რამდენი ხანი დასჭირდება ამას. მაგრამ მოსაზრება, რომ რუსეთს შეუძლია თავის ნებაზე დაიმორჩილოს 45 მილიონი ადამიანი, რომლებიც მხურვალედ იბრძვიან თავიანთი მომავლისა და თავისუფლებისთვის, ეს არ მოიცავს იმას, რომ რუსეთს უკრაინაზე თავისი გავლენა აქვს, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს“, - განაცხადა ბლინკენმა.

 

 

მან ასევე თქვა, რომ რუსული ძალები უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებენ „მზარდად სასტიკ“ მეთოდებს და ამის შედეგად უზარმაზარი ადამიანური ტანჯვის მომსწრენი ვართ.

 

კომენტარები: 1
#1   amna
      
Thanks for taking the time to discuss this, I feel strongly about it and love learning more on this topic.
สล็อต888
9 მარტი 2022 05:51
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი