მოკლულია ბელარუსში უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებებში მონაწილე უკრაინული დელეგაციის წევრი დენის კირეევი - OBOZREVATEL-ი
05-03-2022, 18:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ბელარუსის სამხრეთში მდებარე ქალაქ გომელში უკრაინა-რუსეთს შორის გამართულ პირველ მოლაპარაკებებში უკრაინის მხრიდან ჩართული ბანკირი დენის კირეევი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მისი დაკავების დროს იქნა მოკლული. იგი სახელმწიფო ღალატში იყო ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული OBOZREVATEL-ი ავრცელებს.

 


კირეევის ლიკვიდაციაზე სახალხო დეპუტატმა ალექსანდრ დუბინსკიმაც დაწერა, თუმცა აღნიშნული ფაქტი უკრაინის ოფიციალურ წყაროებს ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ.

 


უკრაინის პრეზიდენტის ოფისი კირეევს მოლაპარაკების მონაწილედ არ ასახელებდა. მისი სახელი პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სიაშიც არ იყო, თუმცა ფოტოსა და ვიდეოში ჩანს, რომ იგი ოფიციალური კიევის წარმომადგენლების გვერდით უზის მოლაპარაკების მაგიდას.

 


„მე-5 არხის“ ინფორმაციით, უკრაინაში ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება ბანკირის რუსულ სპეცსამსახურებთან მუშაობის ნამდვილობის დასადგენად. მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კირეევი წელიწადში არაერთხელ მიემგზავრებოდა რუსეთში, სადაც სავარაუდოდ, კურატორებთან ჰქონდა კომუნიკაცია.

 

 

დენი კირეევი საბანკო სექტორის ექსპერტი, ასევე „ოშადბანკის“ საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2010-2014 წწ.) და „უკრექსიმბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (2006-2012 წწ) იყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი