„პუტინი უნდა დამარცხდეს“ - ბორის ჯონსონი უკრაინის სამოქმედო გეგმას წარადგენს
06-03-2022, 10:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რამდენიმე დღეში კანადის, ნიდერლანდების და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომზე მოქმედების 6-პუნქტიან გეგმას წარადგენს. დაუნინგ სთრითის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯონსონი თავის კოლეგებს ბრიტანული გეგმის გარშემო გაერთიანებისაკენ მოუწოდებს, რათა უზრუნველყონ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „დამარცხება მის ამბიციებში“.

 

 

გეგმა მოუწოდებს ქვეყნებს „მოახდინონ საერთაშორისო ჰუმანიტარული კოალიციის მობილიზება უკრაინისთვის, მხარი დაუჭირონ უკრაინას საკუთარი თავის დაცვის უზრუნველყოფის ძალისხმევაში და მაქსიმალურად გააძლიერონ ეკონომიკური ზეწოლა პუტინის რუსეთზე“.

 


განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის გეგმა ასევე მოუწოდებს დიდი ბრიტანეთის პარტნიორებს „აღკვეთონ მცოცავი ნორმალიზება, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში, მისდიონ დიპლომატიურ გზას დეესკალაციისთვის, მაგრამ მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმური მთავრობის სრული მონაწილეობის საფუძველზე და დაიწყონ სწრაფი კამპანია უსაფრთხოებისა და მდგრადობის გასაძლიერებლად ევროატლანტიკურ სივრცეში“.

 


„პუტინი უნდა დამარცხდეს და უნდა ვნახოთ დამარცხებული აგრესიის ამ ქმედებაში. არ არის საკმარისი გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი - ჩვენ უნდა დავიცვათ იგი სამხედრო ძალით გადაწერის მუდმივი მცდელობისაგან“, - აღნიშნულია დაუნინგ სთრითის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი