შესაძლოა, გარკვეულ პიროვნებებზე ISIS-თან კავშირის გამო, სამართლებრივი დევნა დავიწყოთ - ლევან იზორია
16-11-2015, 15:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურმა, შესაძლოა, ISIS-თან კავშირის გამო რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

 

 

 

როგორც "მაესტროს ფაქტორში" სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ განაცხადა, ქართულ ენაზე ISIS-ის პროპაგანდისტული არაერთი გვერდი არსებობს, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს.

 

 

იზორიას თქმით, ოპერატიული ინფორმაციის შეგროვების მიზნით, ასეთი ვებგვერდების არსებობა გარკვეული დროის განმავლობაში მიზანშეწონილიც იყო, თუმცა, მათი აკრძალვის მოთხოვნით უახლოეს პერიოდში სასამართლოს მიმართავენ.

 


"გამოძიება დაწყებულია და ბუნებრივია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვატარებთ ოპერატიულ ღონისძიებებს, მათ შორის, აქტიური მომხმარებლების დადგენის თვალსაზრისით; ვადევნებთ თვალყურს, თუ ვინ არის მისი აქტიური მომხმარებელი, თუმცა, ახლო მომავალში ჩვენ შუამდგომლობით წარვდგებით სასამართლოს წინაშე, რომ ასეთი ვებგვერდების არსებობა აიკრძალოს. გამოძიება დაწყებული იყო და ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ერთგვარად მიზანშეწონილი იყო მისი გარკვეული პერიოდით არსებობა, რათა ჩვენ მეტი საფუძველი და სიმტკიცე გვქონოდა გარკვეული ინფორმაციის დადგენის თვალსაზრისით. უკვე გვაქვს საფუძველი, რომ გარკვეულ პიროვნებებზეც დავიწყოთ დევნა", - განაცხადა იზორიამ.

 



კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი