ამირან სალუქვაძე: ომის დღეებში, საქართველოს, არათუ უკრაინა, საერთოდ არავინ დახმარებია... თბილისთან და ფოთთან ახლოს განლაგებული ორი სამხედრო ბაზა, პლუს რუსეთის დღევანდელი მუქარები, საქართველოს დიდი საფრთხის წინაშე აყენებს
07-03-2022, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რასაც ახლა დავწერ, არ ეხება უკრაინას და უკრაინელ ხალხს, არამედ კონკრეტულად არახამიას და სააკაშვილს, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ აგორებული საინფორმაციო ომის დამკვეთია.


დიახ, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომი მიმდინარეობს.


არახამიას რომ ამ რიტორიკაში ხელისუფლება შეჰყვეს, ე.ი. უნდა ილაპარაკონ, რომ 2008 წლის ომში უკრაინა არ დახმარებია საქართველოს და უმადური გამოდიხარ.


არადა, კონკრეტულად ომის დღეებში, საქართველოს, არათუ უკრაინა, საერთოდ არავინ დახმარებია.


რა ბრალდებებია, რა დაყვედრებებია, რაზე ვსაუბრობთ?


ტექნიკის მოყიდვას გვაყვედრის არახამია?


შევეცდები აგიხსნათ.


სანამ თავდაცვის მაშინდელი მინისტრის და გენშტაბის უფროსის წარდგინებით სააკაშვილი თანამდებობიდან გადამაყენებდა, პირადად ვიყავი ჩართული საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ტექნიკის შესყიდვის ხელშეკრულებების მომზადებაში.


აქვე გეტყვით, რომ იმავე წლებში ერთსა და იმავე ტექნიკას გაცილებით იაფად გვთავაზობდა ზოგიერთი სხვა ქვეყანა. ეს ისე.


ახლა პატარა მაგალითი. 2005 წელს უკრაინასთან მიღწეული შეთანხმებით საზენიტო კომპლექს "ოსა"-ს უკრაინა გვთავაზობდა 6 მილიონად. ჩემი გადაყენების შემდეგ 9,5 მილიონად. პასიურ რადარ კოლჩუგას გვთავაზობდნენ 9 მილიონად. ჩემი გადაუენების შემდეგ მოგვყიდეს, ანუ ჩვენ ვიყიდეთ 16,5 მილიონად. ჯამში, ამ ორ დასახელებაზე, ზედმეტად გადახდილია 25 მლნ დოლარი.


სხვა ტექნიკაზე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია რამდენად იქნა შეძენილი, თორემ სხვაობას გამოვავლენდი.


უკრაინა იყო იარაღის მსხვილი ექსპორტიორი და იარაღს 80 ქვეყანას აწვდიდა. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პარტნიორი. როგორც ციფრებით დაგანახეთ, მიმზიდველი მყიდველი ვიყავით. ეს გაზრდილი ციფრები ორთავე მხარეს აწყობდა.


რაც შეეხება სპეციალისტებს, ჩვეულებრივი თემაა, როცა ყიდულობ ახალ, რთულ ტექნიკას, გადაიხადო სპეციალისტების, ინსტრუქტორების საფასურიც. მათი ანაზღაურება კონტრაქტით ხდებოდა. ომის დროს იყვნენ თუ არა საჰაერო თავდაცვის უკრაინელი სპეციალისტები, არ ვიცი. რომც ვიცოდე, არ დავწერ. თუ იყვნენ, კონტრაქტით და არა მოხალისედ.


ეს გარიგებები არ ეხება ქართველ და უკრაინელ ხალხს. არც დასაყვედრებელია ვინმეს მხრიდან.


უკრაინის მხარე იფიციალურად არასდროს აღიარებდა არც შეიარაღების მოყიდვას, არც სპეციალისტებით დახმარებას. არც მას შემდეგ უღიარებიათ, როცა საზენიტო კომპლექს "ბუკ"-ის დანადგარები რუსეთმა, მაშინდელი მთავარსარდლობის უგუნურობით ჩაიგდო ხელში და რუსეთში მუზეუმში გამოფინა.


არსებობს გაეროს ანგარიშები, რომლებშიც დეტალურადაა ასახული საქართველოს მიერ უკრაინიდან შეძენილი ტექნიკის ჩამონათვალი.


2008 წელს, ომის დაწყებისთანავე, უკრაინულ მედიაში ჟურნალისტური გამოძიებები დაიწყო და სერიოზულად უტევდნენ მაშინდელ ხელისუფლებას.


ერთ-ერთი არასამათვრობო ორგანიზაციის (მის სახელწოდებას არ დავასახელებ. ვიცნობ მის ხელმძღვანელობას, წევრებს, მ.შ. ანგარიშის ავტორსაც) მიერ ვრცელი ანგარიში მომზადდა და გამოქვეყნდა უკრაინულ მედიაში, საქართველოსთან შეიარაღების ვაჭრობით მიღებული შემოსავლების შესახებ.


ამ ანგარიშების და სტატიების შესაბამისად, მხოლოდ 2007 წელს უკრაინამ 100 მლნ დოლარის ტექნიკა და იარაღი მოგვყიდა.


ამ ციფრზე უფრო მეტად სანდოა იმ ერთ-ერთი NGO-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომლის თანახმად ომის წინა წლებში უკრაინიდან საქართველომ 1 მილიარდ დოლარამდე შეიარაღება და ტექნიკა მოგვყიდა.


ვიმეორებ, ამ თანამშრომლობას ოფიციალურად არავინ აღიარებდა. იარაღის ექსპორტიორი ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ იარაღს 80 ქვეყანას ვაწვდით. აქ პოლიტიკა არ არისო.


მოკლედ, საუბარია დაახლოებით 1 მილიარდ დოლარამდე შემოსავლის მიღებაზე. ამ ვაჭრობის გამო უკრაინას ბირთვული იარაღით არავინ ემუქრებოდა.


კიდევ ერთი ფაქტის გახსენება შეიძლება. რუსული სარაკეტო ხომალდი გამოვიდა სევასტოპოლიდან, ჩაძირა ჩვენი მცურავი საშუალება და, მიუხედავად პრეზიდენტ იუშჩენკოს მცდელობისა, უკან არ შეეშვა, დაბრუნდა ბაზაში. რა თქმა უნდა მადლობელი ვარ იუშჩენკოს, რომ შეეწინააღმდეგა რუსეთს და მცდელობები ჰქონდა, თუმცა ვერც გამოსვლა აღკვეთა და ვერც დაბრუნება. პრეტენზია წავუყენოთ, ომში რატომ არ ჩაება?


საქართველომ თავის თავზე გამოცადა ომის სიმწვავე. ჩვენი გეოგრაფიის და დედაქალაქთან და ფოთთან ახლოს განლაგებული ორი სამხედრო ბაზა, რაც ომის შედეგია, პლუს რუსეთის დღევანდელი მუქარები, საქართველოს დიდი საფრთხის წინაშე აყენებს. ამ რეალობას მხოლოდ პროვოკატორი ვერ ხვდება.


თუმცა, სააკაშვილის დაჯგუფებისგან რას უნდა მოელოდე? იარაღის ყიდვაზე ხელი მოითბეს, ომზე ხელი მოითბეს, ომის შემდეგაც 5 მილიარდის დახმარება მიიღეს. ომის დამანგრეველი შედეგები და მსხვერპლი მათ არ უგრძვნიათ. რაიმე რომ ეგრძნოთ, ჩვენი ჯარისკაცების ცხედრების გამოსვენებით პატრიარქი კი არ დაკავდებოდა, ეს უმაღლესი მთავარსარდლის ვალდებულება იყო, ასე რომ, არახამია უბრალოდ სააკაშვილის დაკვეთას ასრულებს. მათი მიზანია ნაციონალური მოძრაობის ოპონენტის, ანუ ხელისუფლების იმიჯის დაზიანება. ამას ხომ 10 წელია აკეთებენ?! კიდევ ერთი მიზანია ქვეყნის ომში ჩათრევა.


რატომ არ მიმართავს არახამია მეზობელი პოლონეთის ხალხს გადააყენოს მთავრობა, რომელიც არ აწვდის შეიარაღებას, არ უკეტავს ცას? რატომ არ მიმართავს არახამია სხვა ქვეყნების ხალხს იგივე მოთხოვნით?


პასუხი მარტივია, იმ ქვეყნებში არაა ნაციონალური მოძრაობა და ციხიდან დასახსნელი სააკაშვილი, თორემ პრეზიდენტი ზელენსკი ყოველ დღე მიმართავს დასავლეთს, მათ ლიდერებს. ოღონდ ის არ ითხოვს მთავრობების გადაყენებას.


ჩვენი მისამართით პროვოკაციულ და ზღვარგადასულ განცხადებებს აკეთებს, თავად კი "ბელოვესკაია პუშჩაში" ოკუპანტთან საზავო მოლაპარაკებებს აწარმოებს.
უამრავი ქვეყანა არ/ვერ უერთდება სანქციებს. სულ 40-მდე ქვეყანა შეუერთდა. მცოლოდ ევროპაში 50 სახელმწიფოა. ყველა მათგანი შერჩევით ახდენს სანქციის დაწესებას. ძირითად ტვირთს ბირთვული და ძლიერი ეკონომიკს მქონე სახელმეიფოები იღებენ.


ამბობენ, ფორმალურად მაინც შეუერთდით რაიმე სანქციითო. პუტინის მუქარის შემდეგ, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როცა ომის წინ სამიზნედ უკრაინასთან ერთად საქართველოც იქნა დასახელებული, ფორმალურ სანქციას რა მიზანი აქვს, რუსული რაკეტები მივიღოთ პასუხად?


გაუგებარია, თუმცა ყველაფერი გასაგებია.


იცით, რომ ეს მავნე პროპაგანდა, რომელიც მხოლოდ ნაციონალური ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება, უკვე აზიანებს ჩვენს მოქალაქეებს ევროპაში? ახლახან მომწერა მეგობარმა პოლონეთიდან როგორი შეურაცხყოფების მსხვერპლი გახდა.


სამარცხვინო ჩართვები აქვთ სააკაშვილის აქტივისტებს, განსაკუთრებით მგიმოელებს, უკრაინულ ტელევიზიებში.


ნაციონალები ბედავენ და იმუქრებიან, როცა ხელისუფლებაში დავბრუნდებით, ყველას დაგსჯითო. ახლა სხედან ლვოვში და იქედან გეგმავენ ქვეყნის არევას. ამისათვის უკრაინის თემას იყენებენ.


კიდევ ერთხელ, ამ პოსტის ადრესატი არაა უკრაინის სახელმწიფო და უკრაინელი ხალხი, მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას და მის მოკავშირეებს ეხება.

 

ამირან სალუქვაძე,

 

ექსპერტი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 5
#5   Shela
      
I am really glad to read this blog posts which contains plenty
of valuable facts, thanks for providing these kinds of information.

Have a look at my blog post: custom leather gear bdsm
9 მარტი 2022 03:45
#4   Genesis
      
The initial thing a lot of people see individuals is your experience.
The condition of your epidermis could affect on your own-esteem along with your self-picture.


Feel free to surf to my blog post - skincare set near me uk
9 მარტი 2022 02:30
#3   Tory
      
I love your blog.. vewry nice colors & theme.
Diid you ake this website yourself or did you hiree someone to do it
for you? Plz reply as I'm looking to create my ownn blog and would like to find
out where u got this from. many thanks
web site
8 მარტი 2022 08:00
#2   Philomena
      
This article offers clear idea for the new people of blogging, that actually how
to do blogging.

Here is my webpage - slot online
7 მარტი 2022 18:26
#1   Vicki
      
Hi there, the whole thing is going nicely here and ofcourse every one is sharing information, that's truly fine, keep up writing.


my web site - bandar
judi casino osg777 online
7 მარტი 2022 16:20
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი