ირაკლი ღარიბაშვილი: იანვარი ძალიან ძლიერად დავიწყეთ, ეკონომიკური ზრდა გვაქვს 18 %-იანი, რაც უპრეცედენტოა მთელ რეგიონში და ევროპაშიც; ეს ტემპი კიდევ უფრო მეტად უნდა გავზარდოთ
07-03-2022, 13:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იანვარი ჩვენ ძალიან აქტიურად, ძალიან ძლიერად დავიწყეთ, ეკონომიკური ზრდა გვაქვს 18 %-იანი, რაც უპრეცედენტოა მთელ რეგიონში და ევროპაშიც, შეიძლება ითქვას. ექსპორტი არის 47%-ით გაზრდილი, ტურიზმი - ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა, ამიტომ ეს ტემპი, ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ შენელდეს, პირიქით, უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აქტიურად დაიწყება დაანონსებული პროექტები და პროგრამები მაღალი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად.

 

 

„აქტიურად უნდა დავიწყოთ ის პროექტები და პროგრამები, რომელიც დავაანონსეთ, ესაა დასაქმების პროგრამა, ესაა ეკონომიკის ასე ვთქვათ, ამაჩქარებლების წამახალისებელი პროექტების დაწყება და ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებულები, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ. რეგიონში გამოწვევები დიდია, მაგრამ ჩვენ ისე უნდა გადავეწყოთ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ. ამიტომ საჭიროა ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აქტიურად ხვდებიან, ესაუბრებიან ბიზნესს, მეც აქტიურად ჩავერთვები ამ კვირაში და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ წელს,“- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი