ირაკლი ღარიბაშვილი: ის, რაც ხდება უკრაინაში, არის კატეგორიულად მიუღებელი
07-03-2022, 14:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენთვის ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია ომი - ის, რაც ხდება უკრაინაში, არის კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

 

 

„ჩვენთვის ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია ომი. ის, რაც ხდება უკრაინაში, არის კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში და ის ტრაგედია, რომელიც ხდება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ადამიანები იღუპებიან და ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. კიდევ ერთხელ იმედი გვაქვს, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

მისი თქმით, მიუხედავად ამ გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ქვეყანაში საქართველოს ხელისუფლება შეინარჩუნებს მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას/ 

 

 

„მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება. ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას გააგრძელებს, ასევე, გაგრძელდება უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის პროცესიც.

 

 

„მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ ჩემი სოლიდარობის გამოხატვით დავიწყო. რა თქმა უნდა, რაც უკრაინაში ხდება, ძალიან მძიმე საყურებელია. კიდევ ერთხელ, მინდა ჩვენი მთავრობის სახელით ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვხატო ჩვენი უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, ყველა საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად მხარი დავუჭირეთ და რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ. ამას გარდა, მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ დღეის მდგომარეობით, დახმარების სახით უკრაინაში 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინული ქალაქების დასახმარებლად და რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ კიდევ უფრო მეტ დახმარებას გავგზავნით უკრაინაში. ჩვენი საელჩო მაქსიმუმს აკეთებს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ელჩი ბოლო დღემდე რჩებოდა, ახლაც, რა თქმა უნდა, უკრაინაშია, გადასულია სხვა ქალაქში. კიევში იყო და სულ რამდენიმე დღის წინ გადავიდა კიევიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე გავაკონტროლებთ იმისთვის, რომ არც ერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც უკრაინაშია, არ დარჩეს ყურადღების მიღმა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 1
#1   Ioseb
      
ღარიბაშვილმა პირდაპირ უნდა ეთქვა - ომი უკრაინაში არი აგრესია და გენოციდი. კატეგიულად მიუღებელია რას ნიშნავს? სუყველაერს უნდა დაერQვას თავისი სახელი.
9 მარტი 2022 02:31
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი