სირიაში მყოფ ტერორისტებს 40 ქვეყანა აფინანსებს, მათ შორის "დიდი ოცეულის" წევრი რამდენიმე ქვეყანა. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
როგორც "ტასი" იუწყება, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ თემაზე მსჯელობა ანტალიაში იყო, სადაც "დიდი ოცეულის" სამიტი გაიმართა. პუტინის თქმით, მხარეებმა განიხილეს რუსეთის ინიციატივით მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს სათანადო რეზოლუციების შესრულების საკითხები, რომელიც ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთას და ტერორისტების მიერ გაძარცვული ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობას ეხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.