რომან გოცირიძე: რუსეთთან ჩვეულებრივ ვითარებაში ფრენების აღდგენა არის კარგი, მაგრამ ახლა საქართველოში რუსული ავიაკომპანიების ფრენების განახლება დაუშვებელია
07-03-2022, 16:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ რუსეთთან ჩვეულებრივ ვითარებაში ფრენების აღდგენა არის კარგი, მაგრამ ახლა, როცა მთელი მსოფლიო უკეტავს რუსეთს საჰაერო სივრცეს, საქართველოში რუსული ავიაკომპანიების ფრენების განახლება დაუშვებელია“.

 


ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, რუსეთი მორიგ პროვოკაციას გეგმავს, რომელსაც უფრო მეტად პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ვიდრე ეკონომიკური.

 

 

„რუსეთის მიერ საქართველოსთვის ფრენების შეზღუდვამ დიდი პრობლემები შეუქმნა რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, დააზიანა ტურიზმი და გააუფასურა ლარი. ჩვეულებრივ ვითარებაში ფრენების აღდგენა არის კარგი, მაგრამ ახლა, როცა მთელი მსოფლიო უკეტავს რუსეთს საჰაერო სივრცეს, საქართველოში რუსული ავიაკომპანიების ფრენების განახლება დაუშვებელია. რუსეთი მორიგ პროვოკაციას გეგმავს, რომელსაც უფრო მეტად პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ვიდრე ეკონომიკური. ამით უნდა საქართველო წარმოაჩინოს რუსეთის მოკავშირედ და გააღრმავოს განხეთქილება უკრაინასა და საქართველოს შორის.

 


ცინიკურია და დამამცირებელი თავად ის ფაქტი, რომ ფრენების აღდგენის მზადყოფნის შესახებ განცხადება რუსეთის დუმაში ჩვენთვის ავადცნობილმა გავრილოვმა გააკეთა.

 


ფრენების აღდგენა შეიძლება რუსეთის მიერ გამოყენებული იქნას საერთაშორისო სანქციებისგან გვერდის ასავლელად, რასაც შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს ქვეყნისათვის.

 


დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს საქართველოს მთავრობამ, რომ ის არ დაუშვებს ფრენების განახლებას“, - წერს გოცირიძე „ფეისბუქში“.

 

კომენტარები: 1
#1   Ioseb
      
ვეთანხმები გოცირიძეს. რაში გვჭირდება ფრენების აღდგენა? ვიღაცა რუსმა ბანდიტებმა გაზიდონ თავისი ნადავლი? გაარღვიონ სანქციები? და ბევრი კიდე რამ. სრულიათ მიუჭებელია. ევროპაში ვითომ და უნდათ, ამავე დროს იქცევიან როგორც პუტინისტები.
9 მარტი 2022 02:40
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი