ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით მუქედის, ციხესულორის, გადიდის და ზედავანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.
მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობამ მხარი დაუჭირა სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობის, ზედა მუქედში კი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის საკითხს.
ციხესულორში ადგილობრივების მთავარ მოთხოვნას, თვალავაძეების უბანში სკვერის მოწყობა წარმოადგენს.
რაც შეეხება გადიდის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ ადგილობრივების სურვილისამებრ დაიხრეშება გადიდი-ონჯოხეთის დამაკავშირებებლი საუბნო -საავტომობილო გზა და გადიდიდან სულორის მიმართულებით არსებული საავტომობილო გზის მონაკვეთი. ასევე, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებშივე მოხდება სოფლისთვის სასმელი წყლის მილების შეძენა.
ზედავანის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ პროექტად, სოფლის ცენტრში არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასახელდა. ტყელვანში კი მოსახლეობამ, სასმელი წყლის ავზის შეძენას დაუჭირა მხარი .
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მიზნად ისახავს, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საქმეში.
შეხვედრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ, მოსახლეობას ეცნობება წინასწარ, მერის წარმომადგენლის მიერ კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.