ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.
შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვაღინაკ არზუმანიანი, დეპუტატი ვოსკან ელოიანი, ინფრასტრუქტურისა და ირუდიული სამსახურების უფროსები - არმენ ბდოიანი და ხორენ ავეტისიანი, გონდრიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ოგანეს გრიგორიანი ესწრებოდნენ.
საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა სოფლებში - დიდი გონდრიო, პატარა გონდრიო, დილითი, მამწვარა და ღულალისი.
კონსულტაციის/კრების დროს შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
სოფ. დიდი გონდრიო
- სანიაღვრე არხების ტალახისაგან გაწმენდა
- რიტუალების სახლის სამზარეულოს რეაბილიტაცია
სოფ. პატარა გონდრიო
- სპორტდარბაზის მშენებლობა
- სპორტმოედნის რეაბილიტაცია
სოფ. დილითი
- სანიაღვრე არხების მოწყობა
სოფ. მამწვარა
-სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია
სოფ. ღულალისი
- კულტურის სახლის რეაბილიტაცია
- თავშეყრის ადგილის მოწყობა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.