ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ედვარდ აღასარიანი, საკრებულოს წევრები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის უფროსი და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი შპს „აისის“ გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერს შეხვდნენ.
შპს „აისი“ „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“ ჰესებს აშენებს და შეხვედრის მიზანი დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქის გამწვანების პროგრამის განხილვა იყო.
2021 წელს შპს „აისმა“ ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით ხეები დარგო, რომელშიც ჩართული იყვნენ ახალგაზრდები, სპორტსმენები, საჯარო მოხელეები და სხვ. სულ დაირგო 250 ძირი ფიჭვის ნერგი, 20 ძირი ნაძვის ნერგი, 50 ტუას ძირი.
წელს ასევე, სხვადასხვა ადგილას დაგეგმილია 150-ამდე ფიჭვისა და 500 ცალი იფნის ნერგების დარგვა.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.