რომან გოცირიძე: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლარი ამ დღეებში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ გააუფასურა, არასწორია
08-03-2022, 12:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

  რადიო თავისუფლების ვიდეოდან ამოჭრილ ფოტოზე: რუსეთის მოქალაქეები „გალერია თბილისში“ „საქართველოს ბანკის“ ბანკომატებში თანხის განაღდებას ვერ ახერხებენ, რადგან რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, რუსეთის ტერიტორიაზე გაცემული VISA და Mastercard ბარათები საზღვარგარეთ აღარ მუშაობს
 

ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლარი ამ დღეებში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ გააუფასურა. ჯერ ერთი, ეს საფუძველშივე მცდარია და მეორეც, ეს ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმაა, რადგან ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა მხოლოდ „საგარეო ფაქტორის“ ბრალი ყოფილა და არა მთავრობის და ეროვნული ბანკის ცუდი მუშაობის, - ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.

 


„ჩემი ქვემოთ მოყვანილი მსჯელობა მხოლოდ ლარის კურსზე ზემოქმედების მარტივ ახსნას ემსახურება და არა რაიმეს გამართლებას (ვგულისხმობ რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლას)“, - განაგრძობს გოცირიძე.

 


„მიგრაციის პრობლემები უნდა გადაჭრას მთავრობამ. აკრძალავს, სავიზო რეჟიმს შემოიღებს თუ კონტროლის სხვა ფორმას დააწესებს, ეს მისი საქმეა. შემოსვლა-არშემოსვლას უნდა წყვეტდეს სასაზღვრო სამსახურები და არა ბანკები. „თი ბი სი“ ბანკის ერთღიანი არასერიოზულ აქცია იმის თაობაზე, რომ შემოსულებს საბანკო ანგარიშებს არ გაუხსნიდნენ, წარუმატებლად დამთავრდა, რაც იმის ნათელი მაგალითია, რომ „პური მეპურემ უნდა გამოაცხოს“.

 

 

დავუბრუნდეთ ლარს. ჩვენს ეკონომიკურ განსწავლულობაში ჩაბეტონდა და სწორადაც ის აზრი, რომ ტურისტები ამყარებენ ლარს. მარტივი ამბავია - შემოაქვთ უცხოური ვალუტა. რუსები და ბელორუსები, არა აქვს მნიშვნელობა, ტურისტს ვუწოდებთ, ლტოლვილს, რეჟიმებს გამოქცეულებს, დეზერტირებს თუ სხვას, საზღვრის კვეთის საერთაშორისო აღრიცხვით არიან ვიზიტორები, მაშასადამე ჩვენს ტერიტორიაზე ფულის მხარჯავები. ისინი კი არ აუფასურებენ, არამედ ამყარებენ ლარს. როგორ ხდება ეს:

 


-თუ ჯიბით შემოაქვთ ფული, მას ახურდავებენ ბანკში ან ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში და აჩენენ ლარზე მოთხოვნას. თუ ვაშლს ბაზარში ასი კაცი ყიდულობდა გუშინ და დღეს ორასს მოუნდა, ვაშლის ფასი გაიზრდება. ასეა ლარზეც.

 


-თუ გადმორიცხავენ ქართულ ბანკში: ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. რუსეთში 350 ბანკია და აქედან ჯერჯერობით მხოლოდ 12 ბანკს აქვს გათიშული სვიფტი), თანაც რუსეთის მოქალაქეს რუსეთის ხელისუფლება უცხოეთში თვეში 5 ათასი დოლარის გადარიცხვის უფლებას აძლევს. ბანკში ჩარიცხვისას ხდება შემდეგი რამ ა) ყიდულობს ლარებს აქაური ხარჯების დასაფარავად (ბინა, სასტუმრო, კვება და ა. შ. ), ანუ ამყარებს ლარს, ბ) რიცხავს უცხოეთში (ნებისმიერ ადგილას, რადგან უკვე ქართული ბანკის კლიენტია). ასეთ შემთხვევაში ეს ტრანზაქცია ნეიტრალურია ლართან დაკავშირებით - რაც შემოვიდა, ის გავიდა. სამაგიეროდ ბანკი ხეირობს - უცხოეთში გადარიცხვა ძვირი სიამოვნებაა, პლუს ანგარიშის გახსნის საკომისიო, ვალუტის გატანის საკომისიო, პლასტიკური ბარათით უზრუნველყოფა და სხვა შემოსავლები. გასაგებია, რომ ბანკების მოგების ნაწილი ბიუჯეტში მიდის და სამუშაო ადგილებსაც ქმნის.

 


მოკლედ რომ შევაჯამოთ, პრობლემა იქ არ უნდა ვეძებოთ, სადაც არ არის. სადაც არის, ეს მთავრობის მისახედია. ეროვნული ბანკი კი, კვლავ მდუმარე მდგომარეობაშია. ის უნდა ესაუბრებოდეს ხალხს და აძლევდეს მითითებებს კომერციულ ბანკებს და არ უნდა უწყობდეს ხელს ეგზოტიკური ჭორების გავრცელებას და ეგზოტიკურ ქმედებებს ბანკების მხრიდან. ამაში „საქართველოს ბანკის“ აქციასაც ვგულისხმობ, რომელიც ყველას მოეწონა, როცა რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშის გახსნისას აწერინებს ქაღალდზე ხელს, რომ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. სინამდვილეში ეს მხოლოდ მორალური აქტია და იგი სამართლებრივად ნულოვანი ეფექტის მქონეა.

 


ლარს კი არ უდგას მშვიდი დღეები და ასეთი მდგომარეობა ძალიან დიდხანს გაგრძელდება. მისი მკვეთრი გაუფასურების თავიდან აცილების მთავარი ფაქტორი ხელისუფლების სწორი ქმედებებია, აგრეთვე უცხოური ვალუტის ის რეზერვები, რომლებიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წყალობით საკმაოდ დაგვიგროვდა“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი