უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მოუწოდებს ვოლოდიმირ ზელენსკის ნებისმიერ ფასად შეაჩეროს სისხლისღვრა
08-03-2022, 13:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მოქმედ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და მოუწოდებს ნებისმიერ ფასად შეაჩეროს სისხლისღვრა.

 

 

„კარგად მესმის, რომ ბევრი „მრჩეველი“ გყავთ, მაგრამ პირადად თქვენ ხართ ვალდებული ნებისმიერ ფასად შეაჩეროთ სისხლისღვრა და მიაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას. ამას ელოდებიან თქვენგან უკრაინაში, დონბასსა და რუსეთში“, - ნათვქამია მიმართვის ტექსტში, რომელსაც რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

 


„მინდა მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტურად, გნებავთ მამაშვილურად. ვლადიმერ ალექსანდრეს ძევ, თქვენ, ალბათ ოცნებობთ იქცეთ თანამედროვე გმირად. მაგრამ ჰეროიზმი არ არის საჩვენებელი, ეს არ ნიშნავს, რომ იბრძოლო ბოლო უკრაინელამდე. ის თვითშეწირვაა საკუთარი სიამაყისა და ამბიციების გამარჯვებაზე - ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად“, - აცხადებს იანუკოვიჩი.

 


იგი აღნიშნავს, რომ ტკივილით იღებს იმას, რაც მის სამშობლოში ხდება და ღრმად უთანაგრძნობს უკრაინელებს ამ ტანჯვასა და განცდაში. იანუკოვიჩი მიიჩნევს, რომ „ნებისმიერ ტრაგედიაში არის მომენტი, როცა ჯერ კიდევ არის მისი შეჩერების შესაძლებლობა“.

 


„თქვენი პირველივე დღიდან, პირობა დადეთ, რომ შეაჩერებდით ომს უკრაინაში, და მხოლოდ ამიტომ მთელმა უკრაინამ დაგიჭირათ მხარი. თქვენ შეგეძლოთ გამხდარიყავით მსოფლიო პრეზიდენტი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა“, - აცხადებს იანუკოვიჩი.

 

 

71 წლის ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტი 2010 წელს გახდა და ქვეყანას 2014 წლის 22 თებერვლამდე მართავდა, ვიდრე უკრაინის რევოლუციის შედეგად პოსტიდან იძულებით წასვლა და ქვეყნიდან გაქცევა მოუწევდა. მას თავშესაფარი მოსკოვმა მისცა. 1997-2002 წლებში იგი დონეცკის ოლქის გუბერნატორი იყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი