გლდანში, ფარსმან II ქველის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
გლდანის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის
მოწესრიგებას განაგრძობს.
ამჯერად, ფარსმან II ქველის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების
შედეგად დაახლოებით, 7 400 კვადრატულ ფართობზე ასფალტის საფარი
მოეწყობა. გამგეობის ბიუჯეტიდან აღნიშნული სამუშაოებისთვის დაახლოებით,
425 050 ლარი დაიხარჯება.
აქამდე აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობა
გრუნტის გზით სარგებლობდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, მათ ეს
პრობლემა მოუგვარდებათ.
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი,
საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო და
მოსახლეობას შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.