ნამდვილ ჯოჯოხეთში ვიყავით ორი დღე. მსგავსი ომი ფილმებშიც არაა ასახული. 50-კაციანი ჯგუფიდან დავკარგეთ სამი უკრაინელი პატრიოტი. სამარადისო ხსოვნა და დიდება მათ. მსუბუქად დაგვეჭრა ორი წევრი და ერთმა კონტუზია მიიღო. საიქიოს გავისტუმრეთ 35-მდე რუსეთელი (რუსიც და არარუსიც). შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე ის ბრძოლა რომელიც 48 საათი გაუჩერებლად მიდიოდა და კიდევ გრძელდება. არავის არ სიამოვნებს ადამიანების ხოცვა, მაგრამ როდესაც ბოროტება ომს უცხადებს სიკეთეს, როდესაც რეგრესს სურს პროგრესის განადგურება და დიქტატორს სურს დემოკრატია მოკლას, სხვა არჩევანი აღარ გრჩება ასეთ ბრძოლაში. რომ არა ერთი უკრაინელი მფრინავი და არტილერისტები, დანაკარგი უფრო მეტი გვექნებოდა. ასამდე მხოლოდ 152 მმ-იანი ჭურვი გვესროლეს 6 საათში, მაგრამ ვისაც არ ესმის ეს რას ნიშნავს ადვილად ვერ მიხვდება.
დღის გმირი მაინც Nodo Simonishvili იყო, რომელის გამბედაობაზე მეტად სითავხედე და ნიჭი ყველამ ერთხმად აღიარა (14 გასროლით 15 ორკი დაადუმა სამუდამოდ). ყველა ამაყი ვიყავით, როდესაც ჩვენი "სითავხედით" გაკვირვებულები გვყურებდნენ შვედები, პოლონელები, ჩეხები და მრავალი სხვა. ბოლოს უკრაინელებმა ძალით გამოგვიყვანეს, დასვენების დრო გაქვთ და ახლა ჩვენი ჯერიაო.
ირაკლი ოქრუაშვილი,
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.