ამერიკის შეერთებული შტატები რუსული ნავთობისა და გაზის ყველანაირ იმპორტს კრძალავს, - ამის შესახებ პრეზიდენტი ბაიდენი „ტვიტერში“ წერს.
„დღეს მე ვაცხადებ, რომ შეერთებულმა შტატებმა მიზანში ამოიღო რუსეთის ეკონომიკის მთავარი არტერია.
ჩვენ ვკრძალავთ რუსული ნავთობისა და გაზის ყველანაირ იმპორტს“,- წერს ჯო ბაიდენი.
პრესკონფერენციაზე კი მან თქვა, რომ აშშ აწარმოებს იმაზე მეტ ადგილობრივ ნავთობს, ვიდრე ერთად აღებული მთელი ევროპული ქვეყნები.
„ამ ნაბიჯს ვდგამთ იმ პირობებში, როდესაც მრავალი ჩვენი ევროპელი პარტნიორი და მოკავშირე შესაძლოა, არ იყოს იმ პოზიციაზე, რომ შემოგვიერთდეს. აშშ აწარმოებს იმაზე მეტ ნავთობს ადგილობრივ დონეზე, ვიდრე ერთად აღებული მთელი ევროპული ქვეყნები. ჩვენ ვართ ექსპორტიორები. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ მსგავსი ნაბიჯი იმ დროს, როდესაც სხვებს არ შეუძლიათ. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა შევიმუშაოთ ხანგრძლივი სტრატეგია რუსულ ენერგომატარებლებზე მათი დამოკიდებულების შესამცირებლად“, თქვა ბაიდენმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.