"ჰეზბოლას" ერთ-ერთი საველე მეთაურის, საიად ალ ბაჰადის საქართველოში ყოფნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას იზორია არ ადასტურებს
17-11-2015, 00:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას ინფორმაციით, "ჰეზბოლას" ერთ-ერთი საველე მეთაურის საიად ალ ბაჰადის საქართველოში ყოფნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.


"ასეთი პიროვნების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ჩვენ გვაქვს პოტენციურ და აქტიურ ტერორისტებზე ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ასეთი პიროვნების სახელი და გვარი არც მათ მიერ მოწოდებულ სიაში ფიგურირებს. არც გაყალბებული დოკუმენტაციით შემოსულა, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს", - განაცხადა ლევან იზორიამ "მაესტროს ფაქტორში" სტუმრობისას.


იზორიას ეს განცხადება სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციას და ფოტოსურათს მოჰყვა, რომელზეც თითქოს ტერორისტული ორგანიზაცია "ჰეზბოლას" ერთ-ერთი საველე მეთაური საიად ალ ბაჰადი თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე "მაკდონალდსთან" არის გადაღებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი