რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სერგეი ლავროვსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის შეხვედრა თურქეთში გაიმართება
09-03-2022, 11:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ერთმანეთს თურქეთში შეხვდებიან, რაც პირველი შეხვედრა იქნება მათ შორის მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეიჭრა.

 


ლავროვი ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე მიემგზავრება და მისი „კონტაქტი“ კულებასთან იქ არის დაგეგმილი, იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანზე, მარია ზახაროვაზე დაყრდნობით.

 


შეხვედრის წინადადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მიერ იყო შეთავაზებული. მან ლავროვს და კულებას შეხვედრა სამმხრივ ფორმატში, მისი მონაწილეობით შესთავაზა.

 


ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეხვედრა 10 მარტს უნდა გაიმართოს, დიპლომატიური ფორუმის გახსნა კი 11 მარტსაა დაგეგმილი.

 


უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის დღემდე გამართული რამდენიმე შეხვედრა შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი