საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს დახმარების მიღების მიზნით, დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზზე - 032 272 22 22 დარეკვა შეუძლიათ, - ამის შესახებ თბილისისმერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქის მერიამ უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად,უკვე არაერთი ღონისძიება გაატარა და მათ საჭიროებისამებრ, მომავალშიც დაეხმარება.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვო მათ მშვიდობა. როგორც იცით,საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ტარდება გარკვეული ღონისძიებები. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანები საცხოვრისით და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოს. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტიც ჩართულია ამ ყველაფერში, რაც მისასალმებელია.მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სტრუქტურული ერთეული მათთვის იქნება უფასო: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბავშვთა გასართობი ცენტრები, მუზეუმები, თეატრები, საცურაო აუზები და ა.შ. მთავარია, რომ მათ უკრაინული პასპორტი წარმოადგინონ და ყველა მომსახურებას უფასოდ მიიღებენ.გარდა ამისა, უკრაინის მოქალაქეებისთვის იმოქმედებს თბილისის მერიის ცხელი ხაზი. თუ დამატებით რაიმე დახმარება იქნება საჭირო, შეუძლიათ, მოგვმართონ - 032 272 22 22-ზე. ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში, ყველანაირად ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა სახაზინო ანგარიშზე, რომელიც სპეციალურად უკრაინის დასახმარებლად გაიხსნა და მასზე თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
კახა კალაძის თქმით, სახაზინო ანგარიშზე მოქალაქეებისა და ბიზნესსუბიექტების მიერ უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია დარიცხული.
„ერთი კვირის წინ გავხსენით სპეციალური სახაზინო ანგარიში და ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე, სხვა დაინტერესებულ პირებს ვთხოვეთ, რომ უკრაინის დასახმარებლად, ფინანსური დახმარებაგაიღონ. უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ბიზნესსუბიექტს, თითოეულ რიგით მოქალაქეს, ვინც თანხაგადმორიცხა. კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ სახაზინო ანგარიშის კოდს - 300778800. მასზე ნებისმიერი თანხის გადარიცხვას შეძლებთ. მითითებული უნდა იყოს - უკრაინისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ თანხით, ქართველი ხალხის სახელით, გაჭირვებაში მყოფ უკრაინას დავეხმაროთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.