თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია დედაქალაქშიერთ-ერთი მოწესრიგებული სივრცე იქნება.
როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მეტროსადგურის მიმდებარედ აღებულია ყველა ჯიხური, ხოლო გარემოვაჭრეები თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრობის ტერიტორიაზე განაგრძობენ.
„მოვაწესრიგეთ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა. გარევაჭრობის და ჯიხურების პრობლემა მოგვარებულია. იქ მხოლოდ გარევაჭრობა არ იყო პრობლემა. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა ჯიხურები. უბრალოდ გავლაც კი შეუძლებელი იყო. აღებულია ყველა ჯიხური, ხოლო გარემოვაჭრეები გადასული არიან მიმდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ და ეკონომიკურ საქმიანობას განაგრძობენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისადა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურები ტერიტორიის კეთილმოწყობას ახორციელებენ.
„გპირდებით, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია იქნება ერთ-ერთი მოწესრიგებული, გალამაზებული და გამართული ინფრასტრუქტურით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.