თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებულ შუა გამყოფ ზოლში რეკრეაციული სივრცე ეწყობა
09-03-2022, 11:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებულ შუა გამყოფ ზოლში რეკრეაციულ სივრცეს აწყობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, სამუშაოები, რომლის ღირებულება შვიდი მილიონი ლარია, მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.

 


„აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც ხუთ ჰექტარს შეადგენს, ტრამვაის ხაზი გადიოდა. დღეს ეს ადგილი სრულად გასაახლებელია. სამუშაოების ფარგლებში, დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.ასევე, მოეწყობა სარბენი ბილიკი, ურბანული ინფრასტრუქტურა, სარწყავი სისტემა. დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება განათების ბოძები. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისი ყველაზე მწვანე ქალაქი გახდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი