ბარათაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროს უკანონოდ დაშენებული სართულის დემონტაჟი დაწყებულია და პროცესს კომპანია ორ კვირაში დაასრულებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, შენობის მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით და ყოველგვარი დამატებითი სართულის გარეშე დასრულდება.
„ბარათაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ გალავანთან მიმდინარეობდა კონკრეტული შენობა-ნაგებობის მშენებლობა. შეთანხმებული იყო სხვა პროექტი და დაამატეს ერთი სართული, რაც, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ჩვენს მიდგომებს ქალაქის ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ძველი თბილისი ჩვენთვის ძალიან სენსიტიური თემაა. მე მაშინვე გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ფორმით აღნიშნული პროექტის განხორციელება ვერ და არ მოხდებოდა. ამის შემდეგ, მოვისმინეთ სპეკულაციებიგარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ძირითადად, სიცრუეს, სიყალბეს გადმოსცემენ.ამ ადამიანებს არაფერს გავუტარებთ და საზოგადოებას სწორ ინფორმაციასმივაწვდით. მე ვიყავი პირველი, ვინც პროექტის ამ ფორმატით განხორციელებაზე უარი თქვა და საჯაროდ დაგმო. ჩვენ დაპირებას ვასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 2009 წელს გაიცა, მშენებელმა კი სასტუმროს ერთი სართული უნებართვოდ დააშენა.
„ამ წუთებში მიმდინარეობს ზედა სართულის დემონტაჟი. ორი კვირა დასჭირდება სადემონტაჟო სამუშაოებს და პროექტი მიიღებს ნორმალურ სახეს, განხორციელდება იმგვარად, როგორც იყო შეთანხმებული. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 2009 წელსგაიცა.ეს არის ჩვენი დამოკიდებულებადა განწყობა თბილისის მიმართ. ხელსარავის ვუშლით იმაში, რომ მშენებლობები განახორციელონ და ქალაქი განავითარონ, თუმცა, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.