„თქვენ არ უსმენთ ჩემს განცხადებებს, არ ესწრებით მთავრობის სხდომებს?“ -მედიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვას, თუ ვინ დაიწყო ომი უკრაინაში, თბილისის მერმა, კახა კალაძემკონტრშეკითხვით უპასუხა.
კახა კალაძის განმარტებით, იგი ყოველდღიურად აკეთებს უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს, რაზეც მედიას აქვს სრული წვდომა.
„მე არაერთი განცხადება გავაკეთე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის შეჭრა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და საომარი მოქმედებების წარმოება, რაც ეწინააღმდეგება ყველანაირ სამართლებრივ პრინციპებს“, -აღნიშნა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.