რუსეთმა მარიუპოლის საავადმყოფო დაბომბა - ზელენსკის განცხადებით, ნანგრევების ქვეშ ბავშვებიც არიან მოყოლილი
09-03-2022, 20:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - რუსეთმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქის მარიუპოლის საავადმყოფოზე დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

 


ოფიციალური პირები Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში აცხადებენ, რომ „რუსულმა საოკუპაციო ძალებმა რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს ბავშვთა საავადმყოფოს თავზე. ნგრევა კოლოსალურია“. ქალაქის საბჭოს წარმომადგენლის თქმით, მათ ჯერჯერობით არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია მსხვერპლის რაოდენობის შესახებ.

 

 

 


„ქალაქის ცენტრში სამშობიარო განყოფილება, ბავშვთა პალატა და საავადმყოფოს თერაპიული განყოფილება - ყველაფერი ეს განადგურდა მარიუპოლზე რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად“, - განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში. მისივე თქმით, საჰაერო დარტყმის შედეგად დაშავებულები უახლოეს საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

 

 

 


BBC აცხადებს, რომ მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაამოწმოს ბრალდებები, მაგრამ ადგილობრივმა დეპუტატმა, დმიტრო გურინმა, კორპორაციასთან ინტერვიუს დროს იგივე გაიმეორა.

 

 

 


სულ ახლახან პრეზიდენტმა ზელენსკიმ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა ვიდეო კადრები შემთხვევის ადგილიდან, რასაც მან უწოდა „პირდაპირი დარტყმა“. მასზე ნაჩვენებია დანგრეული ოთახები შენობის დერეფნის გასწვრივ. „ადამიანები, ბავშვები არიან ნანგრევების ქვეშ. სისასტიკე! კიდევ როდემდე იქნება მსოფლიო თანამონაწილე ტერორის იგნორირების?“ - ამბობს ის.

 

 

 


ზელენსკიმ რუსული თვითმფრინავების ფრენების შესაჩერებლად არაერთხელ დაჟინებით მოითხოვა უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადება, რასაც ამერიკამ და ნატოს სხვა ქვეყნებმა მხარი არ დაუჭირეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი