ვანის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობას შეხვდა
10-03-2022, 09:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით სალომინაოს, ფერეთას, ზეინდრისა და უხუთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან გამართა შეხვედრები.


შეხვედრაზე სალომინაოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად სასმელი წყლის რეზერვუარის მოწესრიგება, ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე კიუეტების მოწყობა და სოფელ ბაგინეთში, სოფლის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია წარმოადგინა.


ფერეთაში ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის პრიორიტეტულია ე.წ. წყაროს ტერიტორიის და სოფელ ბაბოთში სოფლის მისასვლელი გზის კეთილმოწყობა.


რაც შეეხება ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ ადგილობრივების ძირითად მოთხოვნას სასაფლაოს შემოღობვა, შუაგორაში სანიაღვრე არხებისა და მოსაცდელის კეთილმოწყობა წარმოადგენს.


გორაში მცხოვრებლებმა საბავშვო ბაღის ატრაქციონის შეძენასა და სასაფლაოს შემოღობვას დაუჭირეს მხარი. ზედა გორაში მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნით კი ბუაძეების უბანში ბეტონის გზა დაიგება.


უხუთისა და იმერ-უხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობისათვის პრიორიტეტულ პროექტად სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასახელდა.


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მიზნად ისახავს, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საქმეში.


შეხვედრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ, მოსახლეობას ეცნობება წინასწარ, მერის წარმომადგენლის მიერ კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში.


ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი