GUARDIAN.GE - რუსეთის ფედერაციას უნდა, რომ უკრაინა იყოს ნეიტრალური, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უცხოური მედიის საპასუხოდ, ლავროვმა თქვა, რომ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, სრულიად შესაძლებელია შეხვედრა უმაღლეს დონეზე, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შედგეს. მისი თქმით, პუტინი არასდროს არ არის წინააღმდეგი კონტაქტების.
„ყველას კარგად მოეხსენება, რომ პრეზიდენტი პუტინი არასდროს არ გაურბის კონტაქტებს. ჩვენ მხოლოდ გვინდა, ეს კონტაქტები ორგანიზებული იყოს იმისათვის, რომ რაიმე კონკრეტული შეთანხმებების ფიკუსირება მოვახდინოთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ თემას შევეხეთ... მე მას [კულებას] შევახსენე, რომ ჩვენ ყოველთვის იმის მომხრე ვართ, რომ შევხვდეთ, თუკი შევძლებთ მივაღწიოთ რაიმე დამატებით ღირებულებას და პრობლემის გადაწყვეტას“, - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი შეხვედრაზე კულებამაც დააყენა.
ბირთვული ომის საფრთხის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ლავროვმა თქვა, რომ მას არ სჯერა ამის.
„მე არ მინდა ამის დაჯერება და არ მჯერა. მინდა ყურადღება მიაქციოთ, რომ ბირთვულ თემას, იმ მოვლენების კონტექსტში, რაც უკრაინაში ვითარდება ბოლო წლებში და გამწვავდა ბოლო თვეებში და კვირებში, ბირთვული თემა, ეს დისკურსი დასავლეთის წარმომადგენელების, განსაკუთრებით ნატოს წევრების მხრიდან იყო ექსკლუზიურად გადმოგდებული“, - აღნიშნა ლავროვმა.
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი კრიზისიდან ჯანსაღად გამოვა და მოსკოვს არ ექნება იმის ილუზია, რომ დასავლეთთან თანამშრომლობა შესაძლებელია.
სანქციებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ლავროვმა განაცხადა: „რაც შეეხება რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობას, ამაზე ჩვენ თვითონ ვიზრუნებთ, ამით დაკავებულია პრეზიდნეტი, ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ გავმკლავებივართ სირთულეებს მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. ჩვენ გამოვალთ კრიზისიდან ჯანსაღი ფსიქოლოგიით“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.