სერგეი ლავროვი: ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, ჩვენ არასდროს არ გვინდოდა ეს ომი
10-03-2022, 14:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ჩვენ გვინდა ეს ომი დასრულდეს, ჩვენ არასდროს არ გვინდოდა ეს ომი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 


მან განაცხადა, რომ რუსეთი საკითხების დიპლომატიური გზით გადაწყვეტის მომხრეა, მაგრამ გაიმეორა, რომ უკრაინაში უნდა მოხდეს დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია და რუსეთის ფედერაციას უნდა, რომ უკრაინა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო.

 

 

შეკითხვაზე, თუ როგორ ვითარდება ომი რუსეთის გადმოსახედიდან - ლავროვმა თქვა, რომ ეს არის „სპეციალური ოპერაცია“ და ის „მთლიანობაში გეგმის მიხედვით მიდის“.

 


ლავროვმა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას „სახიფათო ქმედება“ უწოდა. შეკითხვაზე - აქვს თუ არა რუსეთს სხვა ქვეყნებზე თავდასხმის რაიმე გეგმა - მინისტრმა უპასუხა, რომ არა, და გაიმეორა რუსეთის პოზიცია, რომ მოსკოვი არ დასხმია თავს უკრაინას.

 

 

ლავროვის თქმით, უკრაინიდან სამხედრო, ინფორმაციულმა, ენობრივმა, ცივილიზაციურმა საფრთხემ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

 


უცხოური მედიის საპასუხოდ, ლავროვმა თქვა, რომ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, სრულიად შესაძლებელია შეხვედრა უმაღლეს დონეზე, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შედგეს. მისი თქმით, პუტინი არასდროს არ არის წინააღმდეგი კონტაქტების.

 

 

„ყველას კარგად მოეხსენება, რომ პრეზიდენტი პუტინი არასდროს არ გაურბის კონტაქტებს. ჩვენ მხოლოდ გვინდა, ეს კონტაქტები ორგანიზებული იყოს იმისათვის, რომ რაიმე კონკრეტული შეთანხმებების ფიკუსირება მოვახდინოთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ თემას შევეხეთ... მე მას [კულებას] შევახსენე, რომ ჩვენ ყოველთვის იმის მომხრე ვართ, რომ შევხვდეთ, თუკი შევძლებთ მივაღწიოთ რაიმე დამატებით ღირებულებას და პრობლემის გადაწყვეტას“, - განაცხადა ლავროვმა.

 


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი შეხვედრაზე კულებამაც დააყენა.

 

 

ბირთვული ომის საფრთხის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ლავროვმა თქვა, რომ მას არ სჯერა ამის.

 


„მე არ მინდა ამის დაჯერება და არ მჯერა. მინდა ყურადღება მიაქციოთ, რომ ბირთვულ თემას, იმ მოვლენების კონტექსტში, რაც უკრაინაში ვითარდება ბოლო წლებში და გამწვავდა ბოლო თვეებში და კვირებში, ბირთვული თემა, ეს დისკურსი დასავლეთის წარმომადგენელების, განსაკუთრებით ნატოს წევრების მხრიდან იყო ექსკლუზიურად გადმოგდებული“, - აღნიშნა ლავროვმა.

 

 

სერგეი ლავროვმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთისთვის, ინდოეთისთვის, ეგვიპტისთვის და სხვა სახელმწიფოებისათვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნას ამ ქვეყნებისა და მათი უძველესი ისტორიისადმი უპატივცემულობა უწოდა.

 


„ამერიკელები არ მალავენ, რომ მოითხოვენ თურქეთისგან, ინდოეთისგან, ეგვიპტისგან და თვით ჩინეთისგანაც კი, რომ შეასრულონ ცალმხრივი ამერიკული სანქციები. იცით, ასეთ უპატივცემულობას დიდი ქვეყნებისადმი, დიდი ცივილიზაციებისადმი, მე ვერ წარმოვიდგენდი“, - განაცხადა ლავროვმა.

 


მან ასევე თქვა, რომ რუსეთი კრიზისიდან ჯანსაღად გამოვა და მოსკოვს არ ექნება იმის ილუზია, რომ დასავლეთთან თანამშრომლობა შესაძლებელია.

 

 

სანქციებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ლავროვმა განაცხადა: „რაც შეეხება რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობას, ამაზე ჩვენ თვითონ ვიზრუნებთ, ამით დაკავებულია პრეზიდნეტი, ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ გავმკლავებივართ სირთულეებს მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. ჩვენ გამოვალთ კრიზისიდან ჯანსაღი ფსიქოლოგიით“. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი