მუხიანი 2-ში, (მუხიანის აგარაკებზე) გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
ამჯერად, დასრულდა საზანო - ჟვანიას ქუჩის დამაკავშირებელი მონაკვეთის
რეაბილიტაცია. აღნიშნულ ქუჩაზე აქამდე გრუნტის გზა იყო. ახლა კი მოეწყო
სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი და 1 565 კვადრატულ მეტრამდე
ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 140 019
ლარი დაიხარჯა.
დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი
საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.
გარდა ამისა, მუხიანის აგარაკებზე არაერთი ქუჩა მოწესრიგდა და სამუშაოები
რამდენიმე ქუჩაზე პარალელურ რეჟიმში ახლაც მიმდინარეობს. კაპიტალურად
წესრიგდება იაკობის, გრემის ქუჩები. უახლოეს მომავალში კი დაიწყება
გამარჯვების ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.