უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი იმერეთის რეგიონიდან დღეს გაიგზავნა
10-03-2022, 18:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი იმერეთის რეგიონიდან დღეს გაიგზავნა. რეგიონის მასშტაბით ამ ეტაპზე 40 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება განხორციელდა. უკრაინის მოსახლეობისთვის დახმარების აქცია მუნიციპალიტეტებში კვლავ გაგრძელდება.

 


"დღეს იმერეთიდან უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების პირველი ნაწილი იგზავნება. ეს არის დაახლოებით 40 ტონა ტვირთი. მეორე ეტაპზე იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში შეგროვებული ნახევარი მილიონი ლარით შევიძენთ მედიკამენტებს და საველე ჰოსპიტლის აღჭურვილობას, რომელიც ახლა ძალიან სჭირდებათ უკრაინაში.

 


საქართველო დგას უკრაინის გვერდით და მხარს უჭერს მას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ.

 


ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, უწევდა პირველადი სამედიცინო დახმარების საგნები, მედიკამენტები, არამალფუჭებადი პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ტკბილეული და ტანსაცმელი შეგროვდა.

 


უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში იმართება, მასში აქტიურად არიან ჩართულები როგორც საჯარო მოხელეები, ასევე კერძო სექტორი და მოსახლეობა.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი