მიხეილ სააკაშვილი: მე მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება და ახლაც წყნარად დავდივარ
20-02-2014, 16:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით უკრაინაში მოვლენები რუსეთის პრეზიდენტის სცენარით ვითარდება, ამის შესახებ მან უკრაინულ ტელეარხ "1+1"-თან საუბრისას განაცხადა.

 

 

"უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება პუტინის დავალებით მოქმედებს. ამ კვირაში პუტინმა 2 მილიარდი დოლარი გამოყო იანუკოვიჩისთვის, რომ მისი ხელისუფლება გადაარჩინოს. რეალურად მან სისხლიანი დარბევის უფლება იყიდა. მე კარგად ვიცნობ ვლადიმერ პუტინს, ბევრჯერ შევხვედრივარ მას და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი პუტინისგან მოდის".

 

 

ყოფილმა პრეზიდენტმა პარალელები საქართველოსთანაც გაავლო და აღნიშნა: "ჩვენ შემთხვევაშიც 2007 წელს საქართველოში აქციები რუსი ოლიგარქის მიერ ფინანსდებოდა, ისევე როგორც 2012 წელს. რუსული ფულით იყო აქციები მოწყობილი ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ. 2007 წელს, როდესაც ამ ყველაფერმა მასშტაბური ხასიათი მიიღო, მე ხისტი გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ამის შემდეგ თანამდებობა დავტოვე, შემდეგ კი ახალი არჩევნები დავნიშნე. 2012 წელს ჩატარდა არჩევნები, შემდეგ იყო გარდამავალი პერიოდი და მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება და ახლაც წყნარად დავდივარ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხთან საუბრისას.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი