ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით, ბზვანის, ამაღლების და საპრასიის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან გამართა შეხვედრები.
ბზვანში მიმდინარე შეხვედრაზე ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ზედა-ბზვანის ცენტრიდან ბაძგის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას.
ქვედა ბზვანის მაცხოვრებლებმა კი საუბნო გზის რეაბილიტაციის საკითხს.
ამაღლების ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის ძირითად მოთხოვნად ფუტკარაძეების უბანში, ეკლესიასთან მისასვლელი საფეხმავლო, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და საბავშვო ბაღისათვის სასმელი წყლის მოწესრიგება, ე.წ. ჭა დასახელდა.
რაც შეეხება ინაშაურში მცხოვრებ ადგილობრივებს, მათთვის საუბნო გზის რეაბილიტირება, საპრასიაში საბავშვო ბაღისთვის სასმელი წყლის მილების შეძენა და სტადიონის კეთილმოწყობაა პრიორიტეტი.
რომანეთში მცხოვრები ადგილობრივებისათვის კი ძირითად მოთხოვნას სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა წარმოადგენს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მიზნად ისახავს, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საქმეში.
შეხვედრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ, მოსახლეობას ეცნობება წინასწარ, მერის წარმომადგენლის მიერ კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.