ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს შეხვდა
11-03-2022, 13:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს შეხვდა.

 

მხარეებმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადი და უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

 

პრემიერი კიდევ ერთხელ მიესალმა საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ევროკომისიას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადების შესწავლა ეთხოვა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლი, ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერაში უმნიშვნელოვანესია.

 

შეხვედრისას ითქვა, რომ საქართველო უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას გააგრძელებს, აგრეთვე აღინიშნა ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უკრაინელ ხალხს გაეგზავნა.

 

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე საქართველოში ერიკ ტოსატი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი