2008 წლის რეზოლუცია თავზე უნდა დაახიო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძემ მედიის შეკითხვას უპასუხა, რომელიც 2008 წელს, „ნაციონალური მოძრაობის" ხელმოწერას ეხებოდა რეზოლუციაზე, რომლის მიხედვითაც ომი ქართულმა მხარემ დაიწყო.
„სამარცხვინოა, რაც მათ იკადრეს. დღეს გამოდიან და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან. ის რეზოლუცია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თავზე უნდა დაახიო ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელი მოაწერა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას. თქვენ იცით, რა წერია ამ რეზოლუციაში. ჩვენი სამხედროები დაადანაშაულეს, თითქოს ცხინვალი ჩვენი მხრიდან დაიბომბა. სამარცხვინოა! დღეს ეს ადამიანები გამოდიან და პატრიოტიზმზე გვესაუბრებიან", - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.