ლუკაშენკომ პუტინს უთხრა: ჩვენ დასავლეთის ღორობას მივეჩვიეთ... მე საბჭოთა ადამიანი ვარ, თქვენც საბჭოთა პერიოდიდან კარგად იცით, რომ ყოველთვის სანქციების ქვეშ ვიყავით და ნორმალურად ვცხოვრობდით და ვვითარდებოდით... ყველაფერი გვაქვს
11-03-2022, 19:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ დონბასზე აპირებდნენ თავდასხმას, არამედ ბელარუსში შეჭრასაც გეგმავდნენ და რომ არ მომხდარიყო ოპერაციის დაწყებამდე 6 საათით ადრე პრევენციული დარტყმა 4 პოზიციაზე, ისინი თავს დაესხმებოდნენ ბელარუსის და რუსეთის ჯარებს, რომლებიც წვრთნებს გადიოდნენ. „ასე რომ, ჩვენ არ გაგვიჩაღებია ეს ომი. ჩვენ სინდისი სუფთა გვაქვს“, - თქვა ლუკაშენკომ.

 


„რომ არ წამოგეწყოთ ეს სპეცოპერაცია უკრაინაში ერთი დღით ადრე, მერწმუნეთ, რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ უზარმაზარი დანაკარგები გვექნებოდა. ისინი არა მხოლოდ დონბასზე ამზადებდნენ დარტყმას, არამედ იმაგრებდნენ პოზიციებს ბელარუსზე დარტყმების მისაყენებლად“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

 


მისი თქმით, ადამიანები ბელარუსში და რუსეთში თანდათან იწყებენ მიმდინარე მდგომარეობის გაგებას, თუ „რა რა არის და ვისკენაა სიმართლე“.

 


ლუკაშენკომ სანქციებზეც შეაჩერა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია მით უფრო ბელარუსი, ყოველთის სანქციების ქვეშ იყვნენ, მაგრამ ისინი ამას „დასავლეთის ღორობას“ მიეჩვივნენ, სანქციები კი განვითარების პოტენციალს ქმნის.

 

 

„რუსეთის ფედერაცია და ჩვენ მით უფრო, ყოველთის სანქციების ქვეშ ვართ, დღეს უფრო მასშტაბურია ეს, მაგრამ ჩვენ ამას, მაპატიეთ, დასავლეთის ღორობას, მივეჩვიეთ. რატომ ღორობას? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არალეგიტიმურია, ეს ყველაფერი უკანონოა, დარღვევაა ყველა საერთაშორისო შეთანხმების და ხელშეკრულების, რასაც ისინიც და ჩვენც, ნაწილს, მიერთებული ვართ. მესამედ ვიტყვი, ეს უბრალოდ ღორობაა, ჩემი აზრით. მე ეს უკვე საკმაოდ ვითმინე და თქვენც. როცა თქვენკენ ამოვდიოდი, კაბინეტისკენ, ჟურნალისტები შორიდან მიყვიროდნენ, - „გადაიტანთ სანქციებს თუ ვერა?“ დღეს საკითხი ასე არ დგას. დღეს ჩვენთვის სანქციები, ეს შესაძლებლობების დროა. მე საბჭოთა ადამიანი ვარ, თქვენც საბჭოთა პერიოდიდან კარგად იცით, ჩვენ ყოველთვის სანქციების ქვეშ ვიყავით და ნორმალურად ვცხოვრობდით და ვვითარდებოდით... ჩვენ არ დავსხმივართ მათ თავს... მე ახლა თქვენ გაჩვენებთ, საიდან მზადდებოდა ბელარუსზე თავდასხმა და რომ არ მომხდარიყო ოპერაციის დაწყებამდე 6 საათით ადრე პრევენციული დარტყმა პოზიციებზე, 4 პოზიციაზე - მე ახლა გაჩვენებთ, რუკა მოტანილი მაქვს, ისინი თავს დაესხმებოდნენ ჩვენს ჯარებს, ბელარუსის და რუსეთის, რომლებიც წვრთნებზე იმყოფებოდნენ. ასე რომ, ჩვენ არ გაგვიჩაღებია ეს ომი. ჩვენ სინდისი სუფთა გვაქვს.

 

 

„ეს შესაძლებლობების დროა. თუკი ჩვენ ორიენტირებას მოვახდენთ, დამერწმუნეთ, ნახევარი წლის შემდეგ, ხალხს დაავიწყდება, რომ ეს მოხდა, მხედველობაში მაქვს ეკონომიკური მდგომარეობა. არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, გადავიტანთ თუ არა სანქციებს. მისმინეთ, ჩვენ გადავიტანეთ რამდენი წელი. ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა, მათ გარეშე. ყველაფერი გვაქვს, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ.

 

 

 


ლუკაშენკომ პუტინს, სანქციების დასაძლევად, კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევრაზიული კავშირის ფარგლებში კონსოლიდაცია და ეკონომიკური განვითარება შესთავაზა და იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხში პუტინისგან მხარდაჭერას მიიღებს.

 


„ჩვენ ყოველთვის ვეხმარებოდით ჩვენს მოკავშირეებს. ყაზახებს ვეხმარებოდით, ყველას. ზოგიერთს ბაზარი გავუხსენით, არ დავასახელებ მათ, ეწყინებათ. შევიკრიბოთ კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევრაზიული კავშირის ფარგლებში. ყველა საუბრობდა, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. მოდით, შევიკრიბოთ, დავამატოთ ეს ბაზრები და ერთი თვის შემდეგ დაგვავიწყდება, რომ სანქციები გვაქვს. შემომაქვს წინადადება, ვფიქრობ, რომ თქვენ მე მხარს დამიჭერთ, უნდა შევიკრიბოთ მოსკოვში, მოლაპარაკების მაგიდასთან, მოვილაპარაკოთ, ჩვენ თქვენ ამას მოგყიდით, თქვენ ჩვენ ეს მოგვყიდეთ და ჩამოვაყალიბოთ ჩვენი საერთო ეკონომიკური პოლიტიკა. მე მოსკოვში დღეს ნორმალური განწყობით ჩამოვედი, რომ ჩვენ იმაზე უკეთ გავაკეთებთ ყველაფერს, ვიდრე ოდესმე ყოფილა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და თუ გნებავთ, საბჭოთა კავშირის დროს. არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ განვიცადოთ რაღაც მოვლენები. უბრალოდ დრო უნდა“, - განაცხადა ლუკაშენკომ, რომელსაც პუტინი თანხმობის ნიშნად პერიოდულად თავს უქნევდა, ზოგჯერ იღიმოდა, ბოლოს კი მან ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ სრულიად ეთანხმება მას.

 


„აბსოლუტურად მართალი ხართ, საბჭოთა კავშირი მართლაც მუდმივად ცხოვრობდა სანქციების პირობებში, ვითარდებოდა და აღწევდა კოლოსალურ წარმატებას. უფრო მეტიც, 90-იანი წლების შემდეგაც, რუსეთთან მიმართებაში შეინარჩუნეს საბჭოთა დროინდელი სანქციები. ახლა კი მასირებული დარტყმა ხდება ეკონომიკაზე“,- თქვა პუტინმა და დაამატა, რომ ეს შესაძლებლობების დროა იმისათვის, რომ წინ წაიწიონ ეკონომიკური და ტექნოლოგიური სუვერენიტეტის გასაძლიერებლად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი