საქართველოს საზღვართან სირიაში საბრძოლველად გამგზავრების მსურველი დააკავეს
17-11-2015, 00:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს საზღვართან სირიაში საბრძოლველად გამგზავრების მსურველი დააკავეს. ის აზერბაიჯანის მოქალაქეა. ამასთან დაკავშირებით ლევან იზორიამ “მაესტროს ფაქტორში” განაცხადა.

 


“ჩვენი ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე ქალაქ ბელქანში, აზერბაიჯანში დაკავებული იქნა აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც უკანონოდ ცდილობდა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას, რათა შემდეგ წასულიყო სირიაში და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში ებრძოლა. აზერებაიჯანულმა მხარემ მყისიერი რეაგირება მოახდინა. ეს არის ერთ-ერთი ფაქტი, თუმცა მთელ რიგ ღონისძიებებზე თუ ვისაუბრებთ, რაც შეიძლება საჯაროდ გავრცელდეს, მინდა დამატებით ვთქვა, რომ ათეულობით ადამიანის შემოსვლა იქნა აღკვეთილი, მათ შორის, აფრიკული და არაბული ქვეყნებიდან, რომლებიც ტრანზიტულად ცდილობდნენ საქართველოდან – თურქეთში და თურქეთიდან სირიაში გადასვლას. ჩვენ ამ შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ სიით (დაახლოებით 1000-ზე მეტი ადამიანი), რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვაწვდიან. მათ შორის, საუბარია არა მხოლოდ აქტიურ, არამედ პოტენციურ ტერორისტებზეც”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი