ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუს ოლიგარქებსა და მათი ოჯახების წევრებზე უფრო მეტი სანქციები იქნება დაწესებული
11-03-2022, 21:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დიდი შვიდეული უფრო მეტ რუს ოლიგარქს და მათი ოჯახების წევრებს დაუწესებს სანქციებს, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას და ომის გაგრძელებას უკავშირდება.

 

 

„დიდი შვიდეული განაგრძობს ზეწოლას კორუმპირებულ რუს მილიარდერებზე. ჩვენ ვამატებთ ახალ სახელებს და გვარებს ოლიგარქების და მათი ოჯახების სიას, რომლებიც ჩვენი სამიზნე არიან, და ჩვენ ვზრდით კოორდინაციას დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის“, - განაცხადა ბაიდენმა.

 


„ისინი მხარს უჭერენ პუტინს. ისინი იპარავენ რუსი ხალხისაგან და ისინი ცდილობენ დამალონ თავიანთი ფული ჩვენს ქვეყანაში. ისინი არიან იმ კლეპტოკრატიის ნაწილი, რომელიც მოსკოვში არსებობს და მათ უნდა გაიზიარონ ამ სანქციების ტკივილი“, - თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში.

 


მან ასევე დაამატა, რომ რუსეთიდან აიკრძალება არყის, ზღვის პროდუქტების და ბრილიანტის იმპორტი.

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივყვებით მათ სუპერ იახტებს და დასასვენებელ სახლებს, რომელთა ღირებულება ასობით მილიონი დოლარია, ჩვენ ასევე გავართულებთ მათთვის ჩვენს ქვეყანაში წარმოებული მაღალი კლასის პროდუქციის შეძენას, ავკრძალავთ რუსეთში ფუფუნების საგნების ექსპორტს. ეს არ არის ბოლო ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც ჩვენ ვაპირებთ“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი