ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით სხვადასხვა სოფლებში დაწყებული შეხვედრები, ძულუხის, სულორის, დიხაშხოს და სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა.
შეხვედრაზე ძულუხის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად სასაფლაოსთნ მისასვლელი გზა დაასახელა.
სულორში მცხოვრები ადგილობრივებისათვის მთავარ მოთხოვნად სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა წარმოადგენს.
დიხაშხოს ადგილობრივი მაცხოვრებლების სურვილია შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია.
ისრითში მცხოვრები ადგილობრივების მოთხოვნით კი კეთილმოეწყობა ისრითის სოფლის ცენტრი და მოხდება სოფელ ციხისუბანში მისასვლელი გზის ბეტონის საფარით რეაბილიტირება.
რაც შეეხება სალხინოში მცხოვრებ ადგილობრივებს, მოსახლეობამ საბავშვო ბაღში ატრაქციონის მოწყობას და სოფელ ზენობანში სტადიონის მოწყობის საკითხს დაუჭირა მხარი.
ინფორმაციას ვანის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.