თბილისის მერიის ორგანიზებით, „გუდვილში“ უკრაინელი მოქალაქეების დახმარების აქცია დაიწყო
12-03-2022, 15:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


უკრაინის დახმარების კამპანიას, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით ტარდება, ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ შეუერთდა.

 

აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება აქვთ, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პროდუქტი „გუდვილში“ შეიძინონ.

 

დღეს დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი „გუდვილის“ ერთ-ერთ მაღაზიაში იმყოფებოდა და აქციის პირობებს ადგილზე გაეცნო.

 

„უკრაინელების დახმარების აქციის ფარგლებში, „გუდვილის“ ნებისმიერ მაღაზიაში სპეციალურ დახლზე წარმოდგენილი იქნება უმეტესად ქართული, არამალფუჭებადი პროდუქცია. მისი ყიდვა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება. ამის შემდეგ, შეძენილ ნივთებს დააფასოებენ და ბელიაშვილის ქუჩაზე გახსნილ ჰუმანიტარული დახმარების მიმღებ პუნქტში მიიტანენ. რამდენიმე დღეში კი უკრაინაში გაიგზავნება. ეს არის საშუალება, რითაც თითოეული ადამიანი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საკუთარ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, გახსნილია ანგარიში უკრაინელი ხალხისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად. ანგარიშის სახაზინო კოდია 300778800. ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტი, უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო, დედაქალაქში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ზოგიერთ მუნიციპალურ სერვისს უფასოდ სთავაზობს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ მგზავრობის გარდა, უკრაინის მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური სპორტული ცენტრების, აუზების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, მედიათეკებისა და ხელოვნების სკოლების მომსახურებით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი